რეგიონი
ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდზე გადმოასვენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს. ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დევნილთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თბილისში გადაასვენეს.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი მოიკლა და მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლებს კი, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ამავე თემაზე:

სოხუმი: უშიშროების სამსახური კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს 

კვარაცხელიას ნათესავი: თვითმკვლელობის ვერსია არის ტყუილი

თვითმხილველი: დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ

რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა 

სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.