ახალი ამბები
"გმირობისა და სიყვარულის მაგალითი" - ექიმი ზუგდიდელ ქალზე, რომელმაც შვილი გარდაცვლილი ქმრისგან გააჩინა
ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც მეუღლე, დაახლოებით, 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა, მისგან შვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააჩინა. პატარა ჯანმრთელი გოგოა და თავს კარგად გრძნობს. ის თბილისში, სამშობიარო სახლ "ჰერაში" ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, 26 მარტს დაიბადა.

"კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი მანანა ქოჩიაშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ გაიცნო პაციენტი და მისი ქმარი, რომლებმაც კლინიკას 2 წელიწადნახევრის წინ მიმართეს.

"დაახლოებით, 2 წელიწადნახევრის წინ მოგვმართა უშვილო ოჯახმა. ინფორმირებული წყვილი იყო, ძალიან განათლებული, ჩვენ ავუხსენით, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერებით ამას შევძლებდით. რომ დაიწყეს, შევთავაზეთ დაგროვებითი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ როცა არის ცოტა რეზერვი, ნელ-ნელა გროვდება ემბრიონები და ორი პუნქციის შედეგად, სულ მივიღეთ 2 ემბრიონი, ეს მაშინ როცა ერთი პუნქციითაც კი ვღებულობთ 10-15 ემბრიონს. სულ სამი პროცედურაა გათვალისწინებული, მაგრამ მესამე პროცედურამდე დიდი შუალედი გაკეთდა - წყვილი არ ჩამოვიდა. შემდეგ მოგვმართა გარდაცვლილის მამამ და ამ საშინელი ტრაგედიის ამბავი გვითხრა. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულეთ ჩვენც, ექიმებმა. ხელში ასე რომ ვთქვათ არ გვეჭირა ბევრი ემბრიონი, რომლითაც შეიძლებოდა რამდენიმე გადატანა მომხდარიყო. მშობლებმა რომ მოგვმართეს, გვითხრეს, რომ, აი, ხომ იცით ახლა, ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს ორი ემბრიონია და რაღაც უნდა გვიშველოთ", - უამბო რადიო "ათინათს" ქოჩიაშვილმა.

ექიმი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხიმგებლობა კიდევ უფრო დიდი იყო, რადგან ორსულობა რომ არ ყოფილიყო, განსაკუთრებულად გაუჭირდებოდათ ამ ფაქტთან შეგუება. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალი მათთან, თითქმის, ერთი წლის შემდეგ ჩავიდა და უთხრა, რომ ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად იყო.

"მეუღლის გარდაცვალებიდან თითქმის წელი გავიდა, რადგან სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა თვითონ პაციენტიც. ეს რომ გააკეთო, აუცილებლად შესაბამისი განწყობაც უნდა გქონდეს და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ ფსიქოლოგიურად მზად იყო, გადაეტანა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ დავიწყეთ ზრუნვა ემბრიონების გადასატანად. პაციენტი ძალიან კარგად მოვამზადეთ, გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი ნიუანსი, ყველა ანალიზი, ყველა დეტალი. ვუთხარი ყველა რისკის შესახებ, მაგრამ ის ამისთვისაც იყო მზად ფსიქოლოგიურად. მეუბნებოდა, მინდა, მთელი ცხოვრება ვიცოდე, რომ გადავიტანე ყველაფერი, გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ქმრის შვილი მყოლოდა, მაგრამ თუ არ გამომივა, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი იყო ღვთის ნება და ასე უნდა მომხდარიყოო", - იხსენებს ექიმი.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მომავალი დედა კლინიკაში მალევე დაბრუნდა და ექიმებს უთხრა, რომ ორსულობა დადგა.

"თქვენ არ იცით, კლინიკაში რა ხდებოდა, ეს რომ გავიგეთ. ამის შემდეგ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა და როგორც იცით, ორსულმა იმშობიარა აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალშობილი. დაიბადა თუ არა, მაცნობეს და მოვინახულე. სამშობიაროდან გამოწერეს თუ არა დედა-შვილი, თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან და პატარაც მოიყვანა", - გვითხრა მანანა ქოჩიაშვილმა.

იხსენებს, როგორ გადაიღეს ფოტო, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა და საკუთარი ემოციები ამ ამბის შესახებ ყველას გაუზიარა. ექიმი ამბობს, რომ მისმა პაციენტმა გმირობისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა.

"მოვიდა მოულოდნელად და გვინახულა, ემოცია იმდენად დიდი იყო, გადავწყვიტე, მომეყოლა ეს სხვა ადამიანებისთვის, რომ ეს იყო მართლა გმირობის, სიყვარულის, აი, რა დავარქვა ამას აღარ ვიცი - ყველაფრის ერთობლივად გამოვლინება, რაც ამ გოგომ მეუღლის გარეშე გააკეთა. აი, ასე გმირულად გაუძლო ყველაფერს", - გვითხრა კლინიკა "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ოჯახი, რომელშიც ეს ამბავი მოხდა, ზუგდიდში ცხოვრობს, თუმცა ჩვენ მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.