ახალი ამბები
დაკავებული ყოფილი პრეზიდენტი მომხრეებმა გაათავისუფლეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან მისმა მხარდამჭერებმა გამოიყვანეს. ბორკილებდადებული ექსპრეზიდენტი ამ წუთებში მომხრეების გარემოცვაშია და მათ მიმართავს.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ გამოიყვანეს სააკაშვილი მიკროავტობუსიდან.

რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპრეზიდენტის მომხრეებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული ის მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს დაკავებული ექსპრეზიდენტი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჩასვეს. ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა საშუალება არ მისცეს სპეცდანიშნულების რაზმს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეყვანა ტერიტორიიდან.

ამავე თემაზე:

რუსთავი 2: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
Print