ახალი ამბები
მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმა გაუქმდა
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, - თქვა ჯაფარიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამავე თემაზე:

საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია

Print