ახალი ამბები
ანაკლიაში კონსორციუმმა და USAID Zrda-მ სასწავლო ცენტრი გახსნეს
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ანაკლიის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და ანაკლიაზე როგორც შუა საუკუნეების საპორტო ქალაქზე ისაუბრა.

ინიციატორების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ანაკლიაში ეკონომიკური გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. ცერემონია რამდენიმე წუთის წინ ანაკლიაში გაიმართა.

ეკონომიკური განვითარების პროგრამა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" და USAID-ს Zrda პროექტის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარება.

პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

Print