ახალი ამბები
გიორგი გახარია ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს ბრძანება მან გასცა
შს მინისტრი ადასტურებს, რომ 20 ივნისი ღამეს ბრძანება მან გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი მტკიცებით, მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტეტბი და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება სამართალდამცავი ორგანოებისთვის დასაშვებია.

გარდა ამისა, შს მინისტრი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მის გადადგომას ითხოვენ, არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. მისივე თქმით, ახლა პოსტის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა.

„ როდესაც ახალგაზრდები გულწრფელად გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთ მინისტრი და რას ნიშნავს შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს. ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. და შენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.


ამავე თემაზე:


გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე: ყველა ღონისძიება, რაც მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა
Print