რეგიონი
„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ "აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"

განკარგულება მიიღო. ამის შესახებ სურსათის ეროვნული

სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სააგენტო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. მავნებლის გავრცელების კერებში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები იმუშავებენ.

მოსახლეობისთვის (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) სახელმწიფო საკუთარი სახსრებით განახორციელებს შეწამლვას, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემათ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე სულ 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს გავრცელდა, მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი გაანადგურა. სპეციალისტების განმარტებით, მწერი საქართველოში სოჭიდან გავრცელდა.

 


ამავე თემაზე:


სამეგრელოში ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს შეწამლვა მაისში დაიწყება

 

Print