რეგიონი
ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს (ვიდეო)
ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შევიდა და ერთ-ერთი დახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა.

„მთლიანად წაიღო ერთ ბალიშზე განთავსებული ძვირფასეულობა. ახალგზარდა, გრძელთმიანი ბიჭი იყო და მაშინვე გაიქცა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

გაქცეულს მოვაჭრეებთან ერთად სამართალდამცავებიც გაეკიდნენ, თუმცა, მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ადგილზე სამართალდაცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.

Print