რეგიონი
ზუგდიდის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები საოლქოს მიერ გაცემული სიების ნაწილის და ბეჭდების დაბრუნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი ოლქის კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომასაც მოითხოვენ.

"ჩვენი ინფორმაციით ცესკომ გასცა ბეჭდების დაბრუნების ბრძანება, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ეს ქალბატონი უნდა გადადგეს აუცილებლად. ეს არის ზუგდიდელების ხმების მთავარი გამყალბებელი" , - ამბობს კობა ნაყოფია.


ამავე თემაზე: 

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მირანდა მესხის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა







Print
თეგები: სალქო / აქცია /