რეგიონი
ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭება სურთ
ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭება სურთ. როგორც სკოლის დირექტორმა ლუიზა შონიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ოთხოზორია სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია და ინიციატივა პედაგოგებს ეკუთვნით.

საკითხი საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერულ საკითხთა კომისია წევრებმა განიხილეს. დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები აფხაზეთის პირველი სკოლისთვის ოთხოზორიას სახელის მინიჭებას, მორიგ სხდომაზე გახდება ცნობილი.

Print