რეგიონი
ზუგდიდის მეხუთე სკოლას, შესაძლოა, ზურაბ ჭავჭავაძის სახელი მიენიჭოს
ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლას, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, შესაძლოა ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის სახელი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერულ საკითხთა კომისია წევრებმა დღეს განიხილეს. საკითხზე დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დისიდენტი ზურაბ ჭავჭავაძე „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ის 36 წლის ასაკში სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, დაახლოებით, ორი თვეში კი საავადმყოფოში, ოფიციალური ინფორმაციით, A ჰეპატიტის დიაგნოზით გარდაიცვალა. სწორედ ამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მერაბ კოსტავა.

Print