რეგიონი
დიანა ღურწკაია გაბუნიას მონოლოგის გამო ბოდიშსა და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი დიანა ღურწკაია „რუსთავი 2“ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას სამარცხვინო ქმედებად აფასებს და ამის გამო საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალურ ბოდიშს, სამართალდამცავებისგან კი რეაგირებას ითხოვს. სააგენტო „რია ნოვოსტი"-ს ღურწკაიამ უთხრა, რომ გაბუნია სიტყვების მოსმენისას მას ძარღვებში სისხლი გაეყინა.

„ასეთი სამარცვინო გამონათქვამები ნებისმიერი ადამიანის მისამართით ტელევიზიის ეთერით დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვთ თუ ეს შეგნებული პროვოკაციაა. მისი საქციელი საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ. სტანდარტული სინანულის გამოხატვა საკმარისი არაა“, – განაცხადა ღურწკაიამ.

გადაცემა "P.S."ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში პუტინს რუსულად შეაგინა. მის მონოლოგს საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის შენობასთან აქცია რამდენიმე, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის შეყვეტის მოთხოვნით გაიმართა. მაუწყებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უსაფრთოების არ არსებობის გამო მიიღო. გაბუნიას განცხადებას მყისიერად მოჰყვა რეაგირებები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან. მათ მკაცრად დაგმეს ჟურნალისტის ქმედება. ხელისუფლება გაბუნიას გინებას დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დილიდან განაახლა. „რუსთავი 2“ კი წამყვანის საკუთარი პოზიციის გამოხატვის ფორმის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო.

Print