რეგიონი
წითელი ლენტით თვალახვეული სალვადორ დალი ზუგდიდში
ზუგდიდში, ავტოსადგურის ყოფილ შენობაზე მიხატულ სალვადორ დალის სტენსილს ცალი თვალი წითელი ლენტით "აუხვიეს", რომელსაც 20% აწერია. ამით სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ აქციის მოთხოვნებს უერთდება.

"თვალების დათხრაზე პასუხისმგებელი პირი უნდა გადადგეს. ფიზიკურად იქ ვერ ვდგავარ, მაგრამ ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს თანადგომას", - აღნიშნა ზარანდიამ.

მანამდე ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას საარჩევნო ბანერებსაც, რომლებიც მოსაცდელებზე იყო განთავსებული, თვალზე წითელი ლენტი დააკრეს.


Print