კულტურა
"ღამის სერენადები" - ანაკლია ლიანა ისაკაძეს უმასპინძლებს
30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები" გაიმართება.

წელს პირველად ფესტივალი სლოგანით "ყველაზე ახლოს აფხაზეთთან" ჩატარდება.

"ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, სწორედ აფხაზეთში დაარსდა.1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, ფესტივალის აღდგენა 2009 წელს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი.2015 წლიდან მას უკვე "ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდა.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა.

Print