Error
საზოგადოება
სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუესაჯათ
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების საქმეზე გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, ასევე ადმინისტრაციის წარმომაგენლებს - ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე მეგის ქარდავა გამართლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს გამოაცხადა. თეთრაძის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავდა, მათ შორის საქმეში არსებობს პატიმარ ჩიკვატიას წამების ეპიზოდი. აღნიშნულ ეპიზოდზე საქმეში რამდენიმე პირი იყო ბრალდებული, ჯამში კი ყველა ეპიზოდზე ბრალდება წაყენებული ჰქონდა 13 პირს. მათ შორის არის რატი მგელაძე, რომელიც თეთრაძის ნაწილში იყო ბრალდებული, მოსამართლის გადაწყვეტილებით გამართლდა. ჩიკვატიას ეპიზოდში კი გამამართლებელი განაჩენი დადგა, ბრალებულების ალექსანდრე კუჭუაშვილის, მერაბ მეტრეველის, მამუკა წურწუმიასა და გიორგი სამუშიას მიმართ. ამავე ეპიზოდზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 6 წლით თავისუფლება აღკვეთა მიესაჯათ თორნიკე გუნავას, რომელიც სასამართლო დარბაზში დააკავეს, მასთან ერთად დაკავებულები არიან ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე, რომლებსაც ასევე პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეთრაძის საქმეში დამნაშავედ იქნა ცნობილი ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე ძებნაში მყოფი ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქმეში ბრალდებულ კოხტა კოდუას კი, რომელიც ასევე ძებნილად ითვლება, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გამამართლებელი ნაწილი, როგორც საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
Print