რეგიონი
დავით ქირია, ზური კუპრეიშვილი, მარინე წულეისკირი და რეზო ჩხეიძე საპატიო ზუგდიდელები გახდნენ (ფოტო)
"ვლაქერნობისადმი" მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს. ესენი არიან: ეროვნული სკოლის დამფუძნებელი და მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ზური კუპრეიშვილი, კიკბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი დავით ქირია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსი მარინა წულეისკირი და ქორეოგრაფი რეზო ჩხეიძე. ისინი ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დააჯილდოვეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ადამიანებს, რომლებმაც საპატიო ზუგდიდელის წოდება მიიღეს, ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მისივე თქმით, ეს ტრადიცია მომდევნო წლებშიც, "ვლაქერნობის" დღესასწაულზე გაგრძელდება. 

საპატიო ზუგდიდელები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

ამავე თემაზე:

დღეს საპატიო ზუგდიდელებს დაასახელებენ

ზუგდიდში „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.