Error
რუბრიკები
კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ კოხტა კოდუა დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასევე, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას. სწორედ კოდუა და ქარდავა ითვლებოდნენ საქმეში ამ დრომდე ძებნილებად. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი იქნა ვიდეოფირები.ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამებისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულები.
Print