პოლიტიკა
აშშ მსოფლიოს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებს მიმართა. უწყების  მონაცემებით, ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო", "ალ ქაიდა", "ბოკო ჰარამი" სხვადასხვა რეგიონებში თავდასხმებს გეგმავენ. სახლმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს სიფრთხილისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს. მსგავსი განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადრეც გააკეთა.
Print