პოლიტიკა
სოხუმი მზადაა გალის შეხვედრები ოთხოზორიას საკითხის გარეშე გაგრძელდეს
აფხაზური მხარე მზადაა განაახლოს გალის შეხვედრები იმ პირობით, თუ დღის წესრიგიდან ოთხოზორიას საქმეს ამოიღებენ. ამის შესახებ აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიების მორიგ 45-ე რაუნდზე განაცხადეს, რომელიც 9-10 ოქტომბერს იმართებოდა.

სოხუმი თვლის, რომ „ოთხოზორია - ტატნუნაშვილის“ სია ნეგატიურად აისახება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)
ფორმატზე, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს შეხედრების გაგრძელების აუცილებლობას.

უკვე მეოთხე თვეა, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში შეხვედრები აღარ იმართება. 2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს.

ამავე თემაზე:

გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)
Print