პოლიტიკა
თენგიზ ჯგუშია გიორგი გახარიას გადადგომასა და ციხეში ჩასმას მოითხოვს
„სამეგრელო ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის თანამოაზრეებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა, სადაც ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. ჯგუშია მიიჩნევს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში არსებული ვითარების მთავარი შემოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარიაა და მას „ჯალათად“ მოიხსენიებს. ასევე, დასძენს, რომ გახარიას ივანიშვილისგან მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად მწვანე შუქი აქვს ანთებული.

„კომკავშირელი კობახიძის ჩანაცვლება ოქტომბრელი თალაკვაძით და ამ ორი ბარტყის მიგდება საპროტესტო ტალღისთვის არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ გახარიას მოშორების გარეშე საქართველოში სტარტი აიღოს ახალმა სისხლიანმა რეჟიმმა. გახარია ახვარია“, - დასძინა ჯგუშიამ.

მისივე თქმით, ის აპირებს თბილისში აქციას შეუერთდეს და ზუგდიდელებსაც პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.


Print