სამართალი
პროკურორ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვატანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ქირიას ნათესავი იყო და ბინა, რომელშიც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, სწორედ მან დაიქირავა.

ინფორმაციას ქირიას სავარაუდო მკვლელის თვითმკვლელობის შესახებ "მოამბეც" ავრცელებს, რომლის ცნობით, სავარაუდო მკვლელმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.

დეტალების დასაზუსტებლად  "ათინათი" პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და რაიმე სიახლის შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ ქირიას ცხედარი თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში წუხელ აღმოაჩინეს.
Print