სამართალი
პროკურორ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, პროკურორი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ტელე-რადიოკომპანია "საქართველოს ხმის" მფოლბელი ბიძინა კუჭავაა.

რადიო "ათინათი" ზუგდიდში, კუჭავას ნათესავს ზურაბ ჯინჯოლავას ესაუბრა, რომელმაც საქმის დეტალები არ იცის, თუმცა მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.

"არაფერი არ ვიცი, მეც ტელევიზიების მეშვეობით გავიგე მომხდარის შესახებ. არც ის ვიცი თავი მართლა მოიკლა თუ არა. თავიდან თქვეს, მოიკლაო, შემდეგ არაო, ახლა ისევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოიკლა თავი. დაზუსტებით მართლა არაფერი ვიცი", - აცხადებს ჯინჯოლავა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი წუხელ იპოვეს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა სავარაუდო მკვლელმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მის კვალს მიაგნეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
Print