Li-Fi თუ Wi-Fi?
Li-Fi-ი არის Wi-Fi-ის მსგავსი უკაბელო, ბიპოლარული, სწრაფი ინტერნეტის გამავრცელებელი ტექნოლოგია, რომელიც მონაცემების გადასაცემად მანათობელ დიოდებს იყენებს. ტალინში მეცნიერებმა Li-Fi-ის ლაბორატორიის გარეთ პირველი გამოცდა მოუწყვეს და აღმოაჩინეს, რომ მას წამში 1GB მოცულობის ინფორმაციის გადაცემა შეუძლია, რაც ტექნოლოგიას Wi-Fi-ზე 100-ჯერ სწრაფს ხდის. "მანათობელი ინტერნეტი" ჩვენს საყვარელ უკაბელო ინტერნეტის მომწოდებელ ტექნოლოგიას მაღალ კონკურენციას გაუწევს, მიუხედავად იმისა, რომ მას კედლებს შორის გავლა არ შეუძლია. მეცნიერები Li-Fi-ის დამატებით პროექტებში გამოცდას გეგმავენ.
Print