რეგიონი
საპატრიარქოს წარმომადგენელი: მეუფე პეტრეს ადგილობრივები მიწის მიტაცებაში ადანაშაულებენ
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. მისი თქმით, ვიზიტის საფუძველი შეტყობინებები გახდა, რომელთა მიხედვით, ადგილობრივები ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ. ის ეპარქიის ქონების გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ჯერ არ ვიცი რა რაოდენობაზეა საუბარი, ადგილობრივების ბევრი ზარი შემოვიდა. უნდა ვნახოთ, ქონების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტები თუ გააჩნიათ. აქ იმიტომ ვარ, რომ გავერკვიო სიტუაციაში და შევხვდე მოსახლეობას“,- თქვა  მერაბიშვილი.

ყოფილი მიტროპოლიტის მიმართ არსებულ ბრალდებებს იღუმენია თამარ გამყრელიძემ უპასუხა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან მოქალაქეების მიწების ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.



"ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს... დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში შევიდა მეუფესთან და ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის, ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს", - ამბობს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ეპარქიის რეზიდენციაში იმ ადამიანებს ელოდებიან, რომლებიც ყოფილ მიტროპოლიტს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ.


Print Email
FaceBook Twitter
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
საზოგადოება
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სამართლებრივი დავა დაიწყოს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.