რეგიონი
ბუდე - ზუგდიდში ახალი ჰოსტელი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®️
ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“ ერთდროულად 21 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე აქ ორი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახია, 21 ლოგინითა და სველი წერტილებით.

„მოთხოვნებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ბაზარზე ტურიზმის მატება და გავხსენით ჰოსტელი, რომელიც ერთდროულად 21 სტუმარს მოემსახურება. ეს იქნება კომფორტული და ყველა თაობისთვის მორგებული გარემო. ვაპირებთ ეზოში მოვაწყოთ სივრცე, სადაც მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე მასტერკლასებს ჩაატარებს და აქ მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კერამიკული ნივთის ყიდვა და საკუთარი ხელით დამზადებაც შეეძლებათ. ასევე, გვსურს მოვაწყოთ უფასო კინოჩვენებები. ჩვენი ჰოსტელი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ასევე, ადგილობრივებზე. სტუმრებს ისე მივიღებთ, რომ თავი საკუთარ ბუდეში, საკუთარ სახლში იგრძნონ“, - ამბობს ჰოსტელის მფლობელი გვანცა აბსანძე.

„ბუდეში“ დამსვენებლებს კედელზე განთავსებული საქართველოს რუკა კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე, აქ მათ ქართველი ავტორების წიგნებიც შეეძლებათ წაიკითხონ. რაც შეეხება საძინებლებს, ორსართულიან ლოგინებს საკუთარი სანათები და ანტიალერგიული თეთრეული აქვს.

სასტუმროს გახსნაზე ადგილობრივმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა ჰოსტელის დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ „ბუდე“ სიახლეებისა და ახალგაზრდული იდეების შერწყმაა.

„მოლოდინს გადააჭარაბა. ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები, რომლებიც სიახლეებს ეძებენ, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა აქ და პირველი სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველაფერი სტუმარზეა მორგებული“, - თქვა „Green House“-ის მფლობელმა თიკა დიდიშვილმა.

„ეთნო სოფლის“ მფლობელი მარიკა თოდუა კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ჰოსტელი ზუგდიდის იმიჯზე კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებს.

„ტურისტულად აქტიური ქალაქია ზუგდიდი, მოთხოვნაა კრეატიულ და ახალგაზრდული ტიპის ჰოსტელებზე და მიხარია, რადგან ნამდვილად განსხვავებული გარემოა“, - აღნიშნა მან.


ჰოსტელი და კაფე „არტ ჰაუსი“ ერთ სივრცეშია, რაც მოსულ სტუმრებს სარესტორნო მომსახურების სწრაფად და ფასდაკლებით მიღებას სთავაზობს. სტუმარი "ბუდეში" ერთი ღამის გათევას 20 ლარად შეძლებს.







Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2019
ხობში,ჭალადიდის საავტომობილო გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი
15 / ივლისი 2019
სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია - "გახარია წადი" გაიმართა.
15 / ივლისი 2019
ზუგდიდის მერიამ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვლაქერნობის დღესასწაულის ტრაპეზისთვის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 20 ათასი ლარი გამოუყო.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს.
მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ.
არქივი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.