დილის ჩართვა
სტუმარი - დავით ოყუჯავა
დილის გადაცემის სტუმარი - ევროპული აკადემიური ცენტრის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი დავით ოყუჯავა


ევროპის აკადემიური ცენტრის ზუგდიდის ფილიალი 8,9,10 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს პროექტს - „ევროპარლამენტის მოდელირება 2019“ 

პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს აქტიურ, მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს:

გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, დაეუფლონ აუდიტორიასთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას, გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის სტრუქტურას, იმსჯელონ ევროპარლამენტში დღესდღეობით განხილვად აქტუალურ და საინტერესო თემებზე, მიიღონ ორენოვანი სერტიფიკაცი;

მოდელირების მიმდინარეობისას დელეგატები გადანაწილდებიან შემდეგ კომიტეტებში:

✔ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი;
✔ საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი;
✔ მიგრაციის საკითხების კომიტეტი;
✔ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი;
✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი;
✔ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტი.

პროექტში მონაწილეობის საშუალება აქვთ 14-დან 27 წლამდე ასაკის 200-მდე სტუდენტს, მოსაწვლესა და ახალგაზრდა პროფესიონალს სარეგისტრაციო ფორმის შევსებისა და გასაუბრების საფუძველზე.

ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული კომიტეტიდან, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა
სახის პრიზებს სპონსორებისგან.

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი "ევროპარლამენტარი" გაემგზავრება სტრასბურგში ევროპარლამენტში 100%-იანი დაფინასებით;
მეორე ადგილზე გასული დელეგატი დაფინანსდება 50%-ით;
მესამე ადგილზე გასული დელეგატი დაფინანსდება 30%-ით.

დელეგატობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება ქვემოთ მითითბულ ბმულზე შეგიძლიათ:
https://goo.gl/forms/lp6xHkP5nydtzzRs1

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე:595 525 433 ან 596 787 700;
ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9


Print