რეგიონი
ნიკა მელიასა და სამეგრელოს პოლიციის უფროსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნიკა მელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამასთან, შელაპარაკება მოხდა მელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პარლამენტარმა პოლიციელებს დაქირავებულები უწოდა და უთხრა, რომ ისინი ახლა იქ კი არ უნდა იდგნენ, არამედ ია კერზაიას საქმეს, არჩევნების შესაძლო გაყალბებას და სხვა საქმეებს იძიებდნენ.

სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციას შოუს მოწყობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საკრებულოს კარი ნორმალურ პირობებში ღიაა ყველა მოქალაქისთვის.

ამავე თემაზე:

ოპოზიციას დანელიასთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად საკრებულოს სხდომის დანიშვნას ითხოვს

ჟურნალისტების ნაწილს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ (ვიდეო)



Print