დილის ჩართვა
სტუმარი - ედუარდ ფარცვანია
დილის გადაცემის სტუმარია ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" თავმჯდომარე ედუარდ ფარცვანია.
1059fm · სტუმარი - ედუარდ ფარცვანია
ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე  ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "რეგიონის ახალგაზრდები - მაღალი კომპეტენციებით" შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ინტენსიური ტრენინგ-კურსები გაიარეს. გარდა ამისა, მათთვის განხორციელდა თემატური სასწავლო ვიზიტები ადგილობრივ თვითმმართველობებში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, ბიზნეს ობიექტებზე, სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რის შემდეგაც მონაწილეებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში საინიციატივო ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე მუშაობენ.

გარდა ამისა, პროექტის ბოლო ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების მიერ ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების შედეგად მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში რეალიზება და აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება. დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტების განხორციელების პარალელურად ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით მოძრავი სივრცე "მეგო ბასის" გამოყენებით მუნიციპალიტეტებში მოეწყო გასვლითი შეხვედრები, სადაც ახალგაზრდებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შეაჯამეს განვლილი პერიოდი და დამსწრეებთან წარადგინეს გამარჯვებული პროექტები.

პროექტი ხორციელდებოდა 7 თვის განმავლობაში და მოიცავდა სამეგრელოს რეგიონის 8 მუნიციპალიტეტს (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ფოთი). ჯამში პროექტში რეგიონის მასშტაბით მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
Print