დილის ჩართვა
სტუმრები - მანანა ჭანტურია და თამარ კვარაცხელია
რადიო ,,ათინათის’’ დილის გადაცემის სტუმრები არიან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის უფროსი მანანა ჭანტურია და მეფუტკრეობის დუალური პროგრამის კურსდამთავრებული თამარ კვარაცხელია.

სტუმრებმა ისაუბრეს აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების შედეგებზე და პროექტ „სექტორის“ შესახებ, რომელშიც ჩართულია შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1059fm · სტუმრები - მანანა ჭანტურია და თამარ კვარაცხელია
პროექტი SECTORs" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტის სამიზნე რეგიონებში- გურიას, სამეგრელოსა და აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას გაეზარდოთ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და დასაქმების შანსები. პროექტი ხორციელდება ოთხი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გურიის ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, ასოციაცია „ათინათი“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“.

Print