დილის ჩართვა
სტუმრები-თორნიკე ცირამუა და რუსუდან ყალიჩავა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის-პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის SECTORs“, ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის“ მიერ დაფუძნებულ სოციალური საწარმოს მიზნებსა და საქმიანობაზე და აპლიკაცია „ბილიკზე“ საუბრობენ სტუდიის სტუმრები - ასოციცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა და აპლიკაცია „ბილიკის“ თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა.
1059fm · სტუმრები-თორნიკე ცირამუა და რუსუდან ყალიჩავა

პროექტი "SECTORs" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტის სამიზნე რეგიონებში- გურიას, სამეგრელოსა და აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას გაეზარდოთ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და დასაქმების შანსები. პროექტი ხორციელდება ოთხი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გურიის ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, ასოციაცია „ათინათი“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“.

Print