დილის ჩართვა
სტუმარი - ნიკა ლაშხია
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამომცემლობა "ინტელექტის"ორგანიზებით, ნიკა ლაშხიას ახალი პოეტური კრებულის „არ დაელოდო ანგელოზებს“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

,,კრებულში შესულია ოთხ წელიწადში ნაგროვები ლექსები და პირველ რიგში იმიტომ მიხარია, რომ ემოციებისგან დამცალა, თითქოს უკვე წარსული გახდა, ასე ვთქვათ ერთ კონცეფციად ჩამოყალიბდა და საბოლოო ჯამში მიიღო კრებულის სახე და მე ფაქტობრივად გავთავისუფლდი ...’’, - გვითხრა რადიო ,,ათინათის’’ დილის გადაცემაში პოეტმა ნიკა ლაშხიამ.
1059fm · სტუმარი - ნიკა ლაშხია
მისი წიგნი ასევე ლიტერატურული პრემია ,,საბას'' 2023 წლის ფინალისტებს შორისაა.
Print