დილის ჩართვა
სტუმარი - ესმა კუნჭულია
ზუგდიდი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელსაც კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.
ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გამოცხადებულ ბლოგერებისა და ინფლუენსერების კონკურსში კულტუროლოგმა, ტელეწამყვანმა, „ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის’’ დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ გაიმარჯვა.

პროექტი „სადილი ზუგდიდში - ისტორია თეფშზე ,,Dinner in Zugdidi “- History on a plate” დოკუმენტური საიმიჯო ფილმის გადაღებას გულისხმობს.

როგორია ფილმის სცენარი და გადაღების პროცესი, რადიო „ათინათის“ დილის გადაცემის სტუმრისგან მოისმენთ.
1059fm · სტუმარი - ესმა კუნჭულია



Print