ახალი ამბები
ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა
ივლისში საქართველოს 1,099,474 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამების და ივლისის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. გასულ თვეს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%). ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე მეტი სტუმარი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) ეწვია.

„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იანვარ-ივლისში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.