ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როიალი მთებში - ვიდეორგოლები აფხაზეთის ბუნების პოპულარიზაციისთვის
აფხაზეთში უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი Аbkhazia Aero, რომლის ავტორი, ბანკის თანამშრომელი, ინჟინერი - დანიილ ოტირბაა. ის კოპტერით (აერო გადაღება) ქალაქის ხედებსა და პეიზაჟებს იღებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. განსაკუთრებული პოპულარობით ის ვიდეორგოლები სარგებლობენ, რომლებზეც შემსრულებლები ბუნების წიაღში როიალზე უკრავენ.
დანიილ ოტირბამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ეს იდეა ერთ მშვენიერ დღეს, საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის მოსმენისას გაუჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ როიალის დაქირავება და ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა, მან გადაწყვიტა ძველი პიანინოსგან აეწყო როიალი, რაშიც მამა და ძმა დაეხმარნენ. ერთ თვეში დაამზადეს ინსტრუმენტი, რომლის ტრანსპორტირება ადვილი იქნებოდა, რადგან ის როიალზე ორჯერ უფრო მსუბუქია და კლავიატურა და ცენტრალური ნაწილი ეხსნება. ერთ - ერთი ასეთი ვიდეორგოლი, აფხაზეთის მთიან სოფელ აუადხარაშია გადაღებული, როიალზე დანიილის ძმა, დავითი უკრავს. ვიდეორგოლს კოპტერის გარდა, სამი კამერა იღებდა.
ამჟამად პროექტის ავტორი ახალ ადგილებს და იდეებს ეძებს ვიდეორგოლების გადასაღებად.

Print