რეგიონი
ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან (ვიდეო/ფოტო)
ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს და ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კვების ობიექტების მოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

„რამდენიმე ახალი სცენა შევქმენით, განსაკუთრებული არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია ამ რეგიონთან. ვეცადეთ მხოლოდ ნატურალური მასალა გამოგვეყენებინა - ბამბუკი, ჩალა, პალმის ფოთლები და ქერქი, ასევე რკინა, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევიძინოთ არაფერი ახალი და გამოვიყენოთ ადგილზე უკვე არსებული მასალა“ - ამბობს არქიტექტორი მარია ფრიქფაბრიკი.

გარდა მუსიკალური ნომრებისა, ორგანიზატორების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც განთავსდება. ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატა.

,,წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის დამსვენებელს, გვექნება რამდენიმე ახალი სცენა. ერთი სთეიჯი რომელიც ახალია, არის ჩემს ზურგს უკან - OCTAGON STAGE.  წელს, ეს ტექ ჰაუსისა და მელოდიური ტექნიკის სცენაა’’,
- აღნიშნა ფესტივალის F&B მენეჯერმა ჯაბა კიკვიძემ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ღონისძიებას CHECK-IN-GEORGIA წარმოადგენს.

წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ECHOWAVES-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, სწორედ ტურისტების მოზიდვაა. შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორების წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან.

ფესტივალის ჩასატარებლად წელს 2 მილიონ 559 600 ლარი გამოიყო.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ორ ეტაპად განისაზღვრა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
დღის სიახლეები
28 / თებერვალი 2020
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
28 / თებერვალი 2020
ფოთის პორტიდან ახალგაზრდა მამაკაცი კისრის არეში შემავალი ჭრილობით ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
28 / თებერვალი 2020
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გალის რაიონის მცხოვრებლებზე საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეჩერდება,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.