ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
მუსიკალური ფესტივალი სოხუმში (ფოტო)
სოხუმში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სამუსიკო ფესტივალი, მათ შორის, ყველაზე მასშტაბურია, უკვე ტრადიციად ქცეული, "ხიბლა გერზმავა გიწვევთ".  მისი შემქმნელი და ორგანიზატორი აფხაზური წარმოშობის საოპერო მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი - ხიბლა გერზმავაა.

ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტებში, თავად ხიბლა გერზმავა, ასევე მოწვეული მუსიკოსები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, როგორიცაა ვლადიმირ სპივაკოვი, დენის მაცუევი, ალექსანდრე ტიტელი და სხვები.

ამჯერად, ფესტივალის ჩატარება სოხუმის დინამოს სტადიონზე  გადაწყდა.  

"ჩემთან ერთად ჩამოვიდა დიდი გუნდი და წელს გაცილებით უფრო მასშტაბური იყო ყველაფერი, ეს ძალიან სერიოზული ღონისძიებაა. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს ასეთი თანადგომისთვის,  მაგრამ, არასოდეს არაფერი მსგავსი არ გამოვიდოდა, რომ არა დიდი მეცენატის, ნიკოლაი აჩბას დახმარება" , - ამბობს საოპერო მომღერალი.

კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დიდი სასცენო სივრცე მოეწყო. პუბლიკის წინაშე გუნდის და თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ფესტივალის მასპინძელი და რუსი ბანი, ბაშკორტოსტანის სახალხო არტისტი ელდარ აბდრაზაკოვი წარდგნენ. მათ ცნობილი საოპერო პარტიები შეასრულეს.

საერთაშორისო ფესტივალი "ხიბლა გერზმავა გიწვევთ" 20 ოქტომბერს შედგა. წარმოდგენამ, რომელიც უკვე 17 წელია იმართება, ანშლაგით ჩაიარა.  

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print