Error
რუბრიკები
საარჩევნო კომისიაში “ახალი თაობა, ახალი ინიციატივის” – მიერ შეტანილი საჩივრებს განხილავენ (video)
#67 საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა, ახალი ინიციატივის”– მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა 17:00 საათზე დაიწყო. საუბარია 65–ე და 36–ე შემაჯამებელი ოქმის მონაცემების ხელახალ განხილვაზე. როგორც “ახალი თაობა, ახალი ინიციატივის” იურისტმა ვასილ ბასილაშვილმა რადიო “ათინათთან” საუბრისას აღნიშნა ზემოთ არნიშნულ ორ უბანზე შემაჯამებელი ოქმების მონაცემები გადასწორებულია, რაც კოდექსის მიხედვით საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნულ უბნებზე მოხდეს მონაცემთა ხელახალი გადათვლა და უბნის ბათილად ცნობა. მისივე თქმით #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მიერ ადრე შემოტანილი 17 უბნის საჩივარი, სადაც ნაკლები ბიულეტინების რაოდენობა იყო დაფიქსირებული.
Print