თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
კენკროვანი კულტურების პოტენციალი ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე
გადაცემის სტუმრები: ხილკენკროვანი კულტურების განვითარების ასოციაციის დირექტორი - ნანა ფიფია, ამავე ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია.სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თენგიზ კალანდაძე (სატელეფონო ჩართვა).სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - ლევან დოლიძე (სატელეფონო ჩართვა).

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოვლინდა 9 სექტორი, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ. ამ ჩამონათვალში კენკროვანი კულტურები წამყვან ადგილებს იკავებენ. ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე კენკროვანი კულტურების პოტენციალზე და დარგის განვითარების გზებზე მოისმინეთ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის“.


გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".

 

Print