თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ბიო ჩაი ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე


ევროპულ ბაზარზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა ბიო პროდუქციაზე, მათ შორის, ორგანულ ჩაიზე. საქართველოში გამოჩნდნენ მეწარმეები, რომლებმაც დაიწყეს ბიო ჩაის წარმოება და მზად არიან პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე ევროპულ ბაზარზე გაიტანონ. მარტვილში მოქმედი ჩაის გადამამუშავებელ საწარმოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოტენციალზე საუბრობს სტუდიის სტუმარი, შპს "მარტვილის ჩაის" წარმომადგენელი, გელა გარჩაგოდაშვილი. ასევე მოისმენთ "ჩაის მწარამოებელთა ასოციაციის" ხელმღვანელის თენგიზ სვანიძის მოკლე სატელეფონო ინტერვიუს. 



გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
Print