რეგიონი
ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი გადაღების უფლებას არ აძლევს ოპერტაორს და ფოტოგრაფს. ჯერჯერობით გაურკვეველი პირები გადამღებ ჯგუფს პიზიკურადაც შეეხნენ.




შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარეზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო.
Print