ახალი ამბები
ცესკო: ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდები მთლიანად შეიცვლება
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, „რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს. დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის".

Print