პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოვლენებზე: პროვოკატორებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენო საარჩევნო პროცესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, არჩევნები 19 მაისს ყველა ოლქში, მათ შორის, ზუგდიდში უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.

“არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


Print