საზოგადოება
Forbes: ექსპერტის ვერსიით, მეგრული ხაჭაპური ქუჩის კვების საუკეთესო ათეულშია
მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ვერსიით, ქუჩის კვების საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდნენ.

როგორც Forbes წერს,სია შეადგინა ვაშინგტონის გავლენიანი და მოდური რესტორნების Compass Rose’s და Maydan-ის მფლობელმა როუზ პრევიტმა. ახალ - ახალი კერძების ძიებაში, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს თავის გუნდთან ერთად. მათ შორის, რამდენჯერმე იყო საქართველოშიც.

მანამდე, როუზ პრევეტის რესტორან Compass Rose’s-ში უკვე ამზადებდნენ აჭარულ ხაჭაპურს. მეგრული ხაჭაპური მან თბილისის ქუჩებში დააგემოვნა. როგორც ჩანს, რესტორნის მენიუში ახლა უკვე ისიც დაიკავებს თავის ადგილს.

Forbes-ის რეიტინგში ქართულ კერძებთან ერთად მოხვდნენ კრევეტები ომანიდან, თევზის სენდვიჩი „ბალიქ ექმეკი“ თურქეთიდან, პატატას ბრავასი ესპანეთიდან, ბრინჯის ღვეზელი კორეიდან, და ა.შ.


Print