საზოგადოება
,,მარმაქს ჯორჯიას'' ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო, ვიდეო) ®
კომპანია Marmax Georgia-ს ფოტოკონკურსი „ჩემი ეზო“ დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. სამ გამარჯვებულს კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები გადასცეს.

„მარმაქს ჯორჯიას“ რჩეული ფოტოს ავტორი გახდა პაატა გოგელია, რომელსაც ქენონის ტიპის ფოტოაპარატი გადაეცა.

კონკურსის პირობების თანახმად, პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული Like-ების რაოდენობით გამოვლინდნენ.

პირველი ადგილზე როზა გუგუჩია გავიდა, მეორე ადგილი ანა კილასონიამ მოიპოვა. მათ საჩუქრად სერთიფიკატებთან ერთად მობილური ტელეფონი და წიგნი მიიღეს.

კონკურსანტებმა კომპანიას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მათთვის სტიმულის მომცემია.

თავად კომპანიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი საზოგადოების წახალისება და კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციულობის გაზრდაა.

Print