ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

რადიო „ათინათი“ ხაზარაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო,
ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.
20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.

თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, - აღნიშნულია ხაზარაძის მიმართვაში.

Print Email
FaceBook Twitter
რადიო "ათინათის" დილის გადაცემის სტუმარი - პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია
გადაცემის თემა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამომავლო გეგმები.
ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს. ამიერიდან ბანკის ახალი სესხით 5 სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მომხმარებლები ისარგებლებენ.
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება. ასევე, შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს
ndi-ის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოლიტიკოსების მიმართ, ყველაზე უარყოფითი შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბისშვილს აქვს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა უმრავლესობამ მიხეილ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი დადებითად აფასებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / იანვარი 2020
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 42 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, 29 ბავშვია. მედიკოსების ინფორმაციით, 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მათი ჯანმრთელობის
23 / იანვარი 2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის
23 / იანვარი 2020
გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით სოფელ რუხის მკვიდრი 22 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის აღნიშნული სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
გამოკითხვა
როგორ აფასებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.