ევროპერსპექტივა და გზა ევროპისკენ
CSRDG-ის შეხვედრა ზუგდიდში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტს: „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“ ფარგლებში შეხვედრა გამართა. შეკრებილებს პრიექტის შედეგები და ჩატარებული ღონისძიებები გააცნეს. პროექტის ძირითადი ამოცანებია იყო:

• სოფლად სათემო ლიდერების და ეკოკლუბების წევრთა ცნობიერების ამაღლება ნარჩენების ღია წვის ზიანსა და მის ალტერნატიულ მეთოდებზე;

• ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სადემონსრატაციო პროექტების მეშვეობით;

• სათემო ლიდერებსა და ადგილობრივ მმართველობას შორის დიალოგის ფასილიტაცია შეხვედრების მეშვეობოთ;

• ღია წვის ალტერნატიულ მეთოდებზე საგანმანათლებლო მასალის მომზადება და შემეცნებით-სასწავლო ბანაკის მოწყობა თემის ლიდერებისა და ეკოკლუბის წევრებისათვის.


პროექტის სამოქმედო არეალი წარმოდგენილია საქართველოს სამი რეგიონის (კახეთი, სამეგრელო, გურია) 11 მუნიციპალიტეტში მდებარე 50 თემით.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ღია წვის და ნარჩენების რეციკლირების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საჭიროებებზე ადგილობრივ მმართველობასთან დიალოგი, რათა უფორ მეტად მოხდეს ამ საჭიროებების ასახვა მუნიციპალური გეგმების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „სამიზნე თემებში ბიოდეგრადირებადი და სპეციფიკური ნარჩენის მართვის მდგომარეობის შეფასება“, რომლის ფარგლებში წინასწარ შედეგნილი კითხვარით გამოიკითხა 906 რესპოდენტი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ორგანული და სპეციფიკური ნარჩენების წარმოქმნის წყაროების, მოცულობის, შეგროვების თავისებურებების, გატანის და განთავსების მეთოდების, ასევე არალეგალური ნაგავსაყრელების არსებობის და ფართობის, ორგანული და სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის დადგენა, რომელიც მოქმედებს ადგილზე.

შეხვედრას დაესწრნენ სათემო ლიდერები, ეკო კლუბის წევრები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ადგილობრივი მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აღნიშნულ პროექტს გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით 2017 წლიდან ახორციელებს.

Print