საზოგადოება
ბუბა სორდიას „აკუსტიკური დაპირებები“ (ფოტო)
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა და კარლო კაჭარავას ლექსები წაიკითხა.

" ეს აქცია- პერფორმანსი მიეძღვნა არაფრისგან დაღლას, რომ გაქვს ენერგია და ამ ენერგიას ვერ იყენებ სწორად, რადგან იმედი ჩაქრა. აკუსტიკური დაპირებები არის განწყობა, ერთ-ერთი ზუგდიდელის, რომლისთვისაც ზუგდიდზე მეტი და დიდი ერთობა ან პარტია არ არსებობს. პოზიცია იმ კაცის, რომელიც დაიღალა დუმილით, პირში წყლის გამოვლებით - ეს წყალი უკვე ადუღდა და მე ბევრს ვიცნობ ასეთს. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს ვიღაცა ან რაღაცა გადაგვარჩენს", - უთხრა სორდიამ რადიო "ათინათს".

საღამოს ერთ-ერთი სტუმარის დავით ლოგუას თქმით, საკუთარი შესრულებით ბუბამ არამხოლოდ საკუთარი, არამედ საზოგადოების სხვა წევრების სათქმელიც თქვა.

"ბუბას აღმოხდა ყველა ჩვენთაგანის, მათ შორის ჩემი პროტესტი, მან სიმღერით გამოხატა ის რაც ჩვენ გარშემო ხდება, ის რაც არ მოგვწონს, რაც სიამოვნებას ნამდვილად არ გვანიჭებს. ეს არის პროტესტი სწრაფი უკუსვლის, როცა ყოველდღიურობა პროგრესის მომტანი არ არის", - აღნიშნა მან.

საღამოს დასასრულს "MegoBar-ში" შეკრებილებმა Adhil Moorish ლაივ შესრულება მოისმინეს.
Print