აქტუალური თემები
„არტსტუდიო-პროექტი“ ზუგდიდის გენგეგმის პროექტის კონცეფციას სამინისტროს წარუდგენს
შპს „არტსტუდიო-პროექტმა“, რომელიც ზუგდიდის გენგეგმის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, პრეზენტაცია სამინისტროს 7 ოქტომბერს უნდა წარუდგინოს. ამის შესახებ ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაშია მოცემული. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, სწორედ პრეზენტაციის საფუძველზე მიანიჭებს სპეციალური კომისია კომპანიას ქულებს. მინიჭებული ქულების შესაბამისად კი გადაწყდება, საბოლოოდ, შეადგენს თუ არა „არტსტუდიო-პროექტი“ ზუგდიდის გენგეგმის პროექტს.

რაც შეეხება კონცეფციას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დეტალებზე პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული პროექტისთვის 2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.

ფოტო: გუჯა ხუბუტია
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
2020 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.