დადიანების სასახლეთა საგანძური
გამოფენა - ფერადი წარსული
ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა სერგეი პროკუდინ გორსკის ფერადი ფოტოების გამოფენა.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ფერადი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში.

მე - 20 საუკუნის დასაწყისში სერგეი პროკუდინმა პირველმა გამოიგონა ფერადი გამოსახულების მიღების მეთოდი. მან მოიპოვა უფლება გამგზავრებულიყო იმპერიაში შემავალ ყველა ოლქში და გადაეღო იქაური ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები. გორსკიმ იმოგზაურა მთელს კავკასიაში, იყო საქართველოშიც 1909-1915 წლებში და სწორედ დღევანდელ გადაცემაში საუბარია მის მიერ გადაღებულ უნიკალურ ფოტოკოლექციაზე, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს.

საუბრობს დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი მარინა ქობალია.
რადიო ,,ათინათის'' და ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა ,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.

Print