ევროპერსპექტივა და გზა ევროპისკენ
პროექტის სამიზნე რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების კვლევები; საქართველოში მოყვანილი მწვანილის
გადაცემის თემა: პროექტის სამიზნე რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების კვლევები; საქართველოში მოყვანილი მწვანილის მომავალი - პრობლემები და გამოწვევები; DCFTA - შესრულებული ვალდებულებები და დაგეგმილი ღონისძიებები.

გადაცემის სტუმრები: პროექტის მენეჯერი - ირინა გურული; გიორგი ჩიტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი; ემზარ ღვინანიძე - მემწვანილეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტს კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრთან და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის სამიზნე რეგიონებია შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

Print